ავტორი:

"საიდან ამხელა ბოღმა, აქამდე თავს რანაირად იკავებდით? დავურღვიე კომფორტის ზონა ბატონ ნუგზარს და ტალახს მესვრის" - ხაბეიშვილი წიკლაურზე

"საიდან ამხელა ბოღმა, აქამდე თავს რანაირად იკავებდით? დავურღვიე კომფორტის ზონა ბატონ ნუგზარს და ტალახს მესვრის" - ხაბეიშვილი წიკლაურზე

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი ნუგზარ წიკლაურის იმ კომენტარს ეხმაურება, სადაც მას "პოლიტიკური მარიონეტი" უწოდა.

ხაბეიშვილის თქმით, წიკლაურს "კომფორტის ზონა დაურღვია", რის გამოც მისგან "ტალახის სროლა" მიიღო.

"ნიკა მელიამ "განაახლა" ნაციონალური მოძრაობა და ახლა, მისი ახალი სახე ყოველდღიურ რეჟიმში, ტვ იმედთან, პოსტ-ტვსთან, ქოცებთან ერთად შეუდგა ჩემს ლანძღვა - გინებას. საიდან ამხელა ბოღმა, ტალახი და სიბინძურე აქამდე, როგორ მალავდით ან თავს რანაირად იკავებდით.

მხოლოდ, იმიტომ მებრძვიან, რომ აქტიურობას, ბრძოლასა და მოქმედებას ვითხოვ. დავურღვიე კომფორტის ზონა ბატონ ნუგზარს და შესაბამისად მოზილა ტალახი და მესვრის პ.ს. ბატონო ნუგზარ მშვიდად იყავით, თქვენ ისევ იმ ოთახში იქნებით, სადაც ახლა ხართ და ჩვენ გარეთ, ხალხთან გვაქვს საქმე" - წერს ხაბეიშვილი.