ავტორი:

"უკრაინელებმა რუსული ძალების იერიში სოლედართან, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 13 სხვა დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს" - უკრაინის გენშტაბი

"უკრაინელებმა რუსული ძალების იერიში სოლედართან, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 13 სხვა დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს" - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების თავდასხმები სოლედართან და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 13 სხვა დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, უკრაინელებმა მოწინააღმდეგის თავდასხმები მოიგერიეს ლუგანსკის ოლქშის ბელოგოროვკას დასახლებასთან და დონეცკის ოლქის ტერნის, ვერხნეკამენსკოეს, სოლედარის, სოლის, კრასნაია გორას, ბახმუტის, კლეშეევკას, ალექსანდრო- შულტინის, კურდიუმოვკას, ვოდიანეს, მარინკას, პობედასა და პარასკოვიევკას დასახლებებთან.

ამასთან, უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ 25 საჰაერო იერიში მიიტანა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 85-ზე მეტი თავდასხმა განახორციელა.