ავტორი:

OLD KAKHETI-ს ბრენდის მორიგი საერთაშორისო აღიარება

OLD KAKHETI-ს ბრენდის მორიგი საერთაშორისო აღიარება

ქართული ბრენდი - OLD KAKHETI ისრაელში გამართული საერთაშორისო დაჯილდოვების TERRAVINO Mediterranean International Wine & Spirit Challenge-ის ოქროს პრიზიორი გახდა. 17 და 10 წლიანი დაძველებით ბრენდებმა - ოქროს, ხოლო 5 წლიანი დაძველებით ბრენდმა - ვერცხლის მედალი მოიპოვა.

კონკურსზე წარდგენილი ბრენდები პირდაპირ დახლიდან, შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა, რაც პროდუქციის ხარისხსა და სანდოობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. კომპანია მადლობას უხდის OLD KAKHETI-ს გუნდს და მის პარტნიორს ისრაელში ამ წარმატებისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობისთვის.

Terravino Mediterranean International Wine & Spirit Challenge ერთ-ერთი გავლენიანი კონკურსია მსოფლიო მასშტაბით, იგი ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის O.I.V. პატრონაჟით ქ. იერუსალიმში ყოველწლიურად იმართება.

OLD KAKHETI-ს ბრენდებს TERRAVINO-სთან ერთად სხვა, არაერთი კონკურსის ჯილდო აქვთ მოპოვებული. მათ შორის, 𝐑𝐎𝐘𝐀𝐋 𝐗𝐎-მ გასულ წელს ბრიუსელში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე 𝐂𝐨𝐧𝐜𝐨𝐮𝐫𝐬 𝐌𝐨𝐧𝐝𝐢𝐚𝐥 𝐝𝐞 𝐁𝐫𝐮𝐱𝐞𝐥𝐥𝐞𝐬 - ოქროს მედალი მოიპოვა. სხვა საერთაშორისო კონკურსებს შორისაა: Hong Kong International Wine & Spirit Competition, WinExpo UKRAINE, IWSC და სხვა.

OLD KAKHETI-ს ბრენდი მხოლოდ ქართული საბრენდე სპირტებისგან მზადდება და უკვე 12 წელზე მეტია, რაც ექსპორტის ლიდერობას ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე.

ბრენდის ისტორია 2001 წლიდან იწყება, როდესაც KTW ჯგუფმა გადაწყვიტა, ღვინოსთან ერთად, აქტიურად ჩართულიყო ბრენდის წარმოების პროცესში. დღეს კი, კომპანია მაღალხარისხიანი ბრენდის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია საქართველოში და წელიწადში 10 მილიონზე მეტი ბოთლი ბრენდის რეალიზებას ახორციელებს.

R