ავტორი:

"ხედავთ რა ხდება "ნაცმოძრაობაში" - ერთი რაც აკლიათ არის, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთმანეთს" - კალაძე

"ხედავთ რა ხდება "ნაცმოძრაობაში" - ერთი რაც აკლიათ არის, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთმანეთს" - კალაძე

ხედავთ რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, როგორი დაპირისპირება მიდის - ერთი რაც აკლიათ არის, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთმანეთს, სხვა არაფერს არ აკლებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირების ფონზე შეუძლებელია შენარჩუნებული იყოს ერთსულოვნება.

"ჩვენ ვაკვირდებით და ყველაფერი სააშკარაოზეა. ხედავთ რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, როგორი დაპირისპირება მიდის, ერთი რაც აკლიათ არის, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთმანეთს, სხვა არაფერს არ აკლებენ. დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მელია გააძევონ თანამდებობიდან და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. შემდეგ გაირკვევა, რა მოხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, თუმცა ცხადია, რომ ასეთ დაპირისპირების ფონზე შეუძლებელია შენარჩუნებული იყოს ერთსულოვნება“, - განაცხადა კალაძემ.