ავტორი:

მეუფე ნიკოლოზი განმარტავს, რატომ ჩაატარა წირვა პატრიარქმა სიონის, ხოლო მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში

მეუფე ნიკოლოზი განმარტავს, რატომ ჩაატარა წირვა პატრიარქმა სიონის, ხოლო მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში

ვერ მოესწრებით ვერასდროს ამ განხეთქილებას, - ასე უპასუხა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ არის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორესა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიოს შორის რაიმე განხეთქილება, რადგან ისინი დღეს ორ სხვადასხვა ტაძარში აღავლენდნენ წირვას.

მან განმარტა, თუ რატომ ჩაატარა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წირვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიომ და რატომ აღავლინა ღვთისმსახურება სიონის ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა.

„ასეთ დიდ დღესასწაულებზე წირვა აუცილებლად მღვდელმთავარმა უნდა ჩაატაროს. ამიტომ, ჩაატარა მეუფე შიომ ახლაც, შობასაც და მანამდეც ყოფილა ასეთი შემთხვევები, ამიტომ ჩაატარა სამების საკათედრო ტაძარში. პატრიარქის მობრძანება წირვაზე გართულებულია, ბოლო წუთს წყდება ხოლმე იმის მიხედვით, როგორ იგრძნობს თავს ჯანმრთელობის მხრივ. ამიტომ, შეიძლებოდა დღეს სიონში პატრიარქი არ მოსულიყო და სამებაში წირვა აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო“, - განმარტა მეუფე ნიკოლოზმა.