ავტორი:

"დარწმუნებული არ ვარ, რომ პუტინი ცოცხალია" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"დარწმუნებული არ ვარ, რომ პუტინი ცოცხალია" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"დარწმუნებული არ ვარ, რომ პუტინი ცოცხალია“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ზელენსკი ფორუმზე ვიდეოზარის საშუალებით ჩაერთო.

ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კარგად ვერ ხვდება, ვინ იღებს დღეს კრემლში გადაწყვეტილებებს.

როდესაც უკრაინის პრეზიდენტს სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე ჰკითხეს, მან თქვა, რომ "უბრალოდ, არ იცის, ვის უნდა ესაუბროს და დარწმუნებული არ არის, რომ პუტინი ცოცხალია."

And the "elite of the world" sits there and listens to this nonsense of Zelensky. It would be funny if it weren't so sad.

Zelensky refuses to negotiate with Putin because he is not sure that the Russian president is alive, he said at the Ukrainian Breakfast in Davos pic.twitter.com/aGTbEerfP5
— Victor vicktop55 (@vicktop555) January 19, 2023

ამ კონტექსტში ზელენსკიმ გაიხსენა პუტინის ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლა, რომელიც ზოგიერთის აზრით, ფონისგან განსხვავებულ ადგილას ჩაიწერა და რომ ვიდეომანიპულაციით იყო შექმნილი.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინამ ყველაფერი გააკეთა დიპლომატიური გზით თავისი ტერიტორიების გასათავისუფლებლად, მაგრამ ეს არ გამოვიდა.