ავტორი:

საქართველოს მთავრობას მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის 25 000 ევროს გადახდა დაეკისრა - რა გადაწყვეტილება გამოიტანა სტრასბურგის სასამართლომ?

საქართველოს მთავრობას მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის 25 000 ევროს გადახდა დაეკისრა - რა გადაწყვეტილება გამოიტანა სტრასბურგის სასამართლომ?

საქმეზე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა: ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) - პროცედურული ასპექტის დარღვევას, თუმცა არ დარღვეულა ამავე მუხლის არსებითი ასპექტი, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრესრელიზშია აღნიშნული.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საქმე ეხებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოში განხორციელებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას. ერთ-ერთი დაკავების შემდეგ, განმცხადებლების ნათესავი, თ.მ., რომელიც ეჭვმიტანილი იყო ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული ჯგუფის მატერიალურ დახმარებაში, გარდაიცვალა საავადმყოფოში, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, როდესაც, დაკავებისას, სავარაუდოდ, ყუმბარის აფეთქებას ცდილობდა“.

"სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა ეფექტური და საფუძვლიანი გამოძიების მოთხოვნები კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად. თუმცა, მიიჩნია, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება, რათა გაკეთდეს დასკვნა, გონივრული ეჭვის მიღმა, რომ თ.მ. გარდაიცვალა ვითარებაში, რომელიც სახელმწიფოს პასუხისმგებლობას მოიცავს. გარდა ამისა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნების საჩივარი არაადამიანური მოპყრობის შესახებ, რომელიც გათვალისწინებულია მე-3 მუხლის მიხედვით (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), მიიჩნია რა ის აშკარად დაუსაბუთებლად“, - აღნიშნულია პრესრელიზში.

ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეზე, „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქართველომ უნდა გადაუხადოს განმცხადებლებს ერთობლივად 10 000 ევრო არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად და 15 000 ევრო ხარჯებისა და დანახარჯებისთვის, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრესრელიზშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, საქმე ეხებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოში განხორციელებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას. „ერთ-ერთი დაკავების შემდეგ, განმცხადებლების ნათესავი, თ.მ., რომელიც ეჭვმიტანილი იყო ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული ჯგუფის მატერიალურ დახმარებაში, გარდაიცვალა საავადმყოფოში, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, როდესაც, დაკავებისას, სავარაუდოდ, ყუმბარის აფეთქებას ცდილობდა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

„სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა ეფექტური და საფუძვლიანი გამოძიების მოთხოვნები კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად. თუმცა, მიიჩნია, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება, რათა გაკეთდეს დასკვნა, გონივრული ეჭვის მიღმა, რომ თ.მ. გარდაიცვალა ვითარებაში, რომელიც სახელმწიფოს პასუხისმგებლობას მოიცავს. გარდა ამისა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნების საჩივარი არაადამიანური მოპყრობის შესახებ, რომელიც გათვალისწინებულია მე-3 მუხლის მიხედვით (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), მიიჩნია რა ის აშკარად დაუსაბუთებლად“, - აღნიშნულია პრესრელიზში.