ავტორი:

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ხანძარია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ხანძარია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატეხიაში ხანძარია. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი ჩაის პლანტაციაში გაჩნდა. ადგილზე მაშველი-მეხანძრეები იმყოფებიან. ამ დროისათვის ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს.

ადგილობრივების თქმით, ხანძრის დასახლებულ პუნქტში გავრცელების საფრთხე არ არის.