ავტორი:

ირანის უარი რუსეთს

ირანის უარი რუსეთს

ირანი უარს აცხადებს, მხარი დაუჭიროს უკრაინის რეგიონების გამოყოფასა და მათი რუსეთთან მიერთების საკითხს.ამის შესახებ განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა გააკეთა.

"ჩვენ ვაღიარებთ ქვეყნების სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო კანონმდებლობის ფარგლებში. ამიტომ, თეირანსა და მოსკოვს შორის შესანიშნავი ურთიერთობების მიუხედავად, ჩვენ არ ვაღიარებთ ყირიმის, ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების გამოყოფას უკრაინისგან. ჩვენ დაჟინებით ვამტკიცებთ ჩვენს თანმიმდევრულ პრინციპს საგარეო პოლიტიკაში: როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ უკრაინის კონფლიქტი არ არის გამოსავალი, ჩვენ გვჯერა ჩვენი პოზიციის, როგორც ფუნდამენტური პოლიტიკური პრინციპისა“, - თქვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი TRT World-თან ინტერვიუში.