ავტორი:

დაცხრილული ავტომობილები საგარეჯოში - ფოტორეპორტაჟი ტრაგედიის ადგილიდან

დაცხრილული ავტომობილები საგარეჯოში - ფოტორეპორტაჟი ტრაგედიის ადგილიდან

საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად მოკლულთა ცხედრები ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული, მათ შორის ექსპერტიზაზე გადაასვენეს თავად ყოფილი სამხედროც, რომელმაც მეზობლებს და ადგილზე გამოძახებულ პოლიციას ცეცხლი გაუხსნა.

რაც შეეხება თავად შემთხვევის ადგილს, კორპუსში, საიდანაც მამაკაცი ისროდა, საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. კორპუსის მიმდებარე ტერიტორია კვლავ პოლიციის ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

ამასთან, როგორც უწყების მორიგ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმეჯერ გაისროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

ფოტოები: გიორგი ჟამერაშვილი, ინტერპრესნიუსი