ავტორი:

"შეძრწუნებული ვარ საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიით. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მთელ საქართველოს" - კახა კალაძე

"შეძრწუნებული ვარ საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიით. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მთელ საქართველოს" - კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს:

"შეძრწუნებული ვარ საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიით. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საქართველოს!

დაღუპულთა შორის არის პოლიციის თანამშრომელი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს!

ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო ლოცულობს დაშავებულთა ჯანმრთელობისთვის. მათ მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!" - წერს კალაძე.

ცნობისთვის, საგარეჯოში ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან მოქალაქემ ცეცხლი გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

დანაშაულის ჩამდენმა პირმა სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე თავი მოიკლა.