ავტორი:

"ვუსამძიმრებ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს, ვუსამძიმრებ შინაგან საქმეთა სამინისტროს... " - პრეზიდენტი საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე

"ვუსამძიმრებ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს, ვუსამძიმრებ შინაგან საქმეთა სამინისტროს... " - პრეზიდენტი საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს, ვუსამძიმრებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ღირსეული პოლიციელის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა პროფესიული მოვალეობის შესრულებას, საქართველოსთვის სამსახურს. თავდასხმის შედეგად დაჭრილებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ." - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საგარეჯოში ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან მოქალაქემ ცეცხლი გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

დანაშაულის ჩამდენმა პირმა სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე თავი მოიკლა.

ასევე იხილეთ: