ავტორი:

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და მთელ შსს-ს" - პრემიერი

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და მთელ შსს-ს" - პრემიერი

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც პოლიციის თანამშრომლის და ოთხი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, გმირი პოლიციელის კოლეგებს და მთელ შინაგან საქმეთა სამინისტროს. თავდასხმის შედეგად დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ." - ვკითხულობთ განცხადებაში.

ცნობისთვის, საგარეჯოში ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან მოქალაქემ ცეცხლი გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

დანაშაულის ჩამდენმა პირმა სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე თავი მოიკლა.

ასევე იხილეთ: