ავტორი:

"ვაგნერს" ვინ მისცა უფლება, რომ სერბეთიდან იხმობს ხალხს?!" - რას ცდილობს "ვაგნერი" და როგორ უბიძგებს სერბებს უკრაინაში რუსების მხარდამხარ ბრძოლისკენ

"ვაგნერს" ვინ მისცა უფლება, რომ სერბეთიდან იხმობს ხალხს?!" - რას ცდილობს "ვაგნერი" და როგორ უბიძგებს სერბებს უკრაინაში რუსების მხარდამხარ ბრძოლისკენ

რუსულ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ წვრთნიან სერბ "მოხალისეებს" იმისთვის, რომ უკრაინაში, რუსებთან ერთად იბრძოლონ.

გავრცელებულმა კადრებმა სერბეთში საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, სერბებს რუსული დაქირავებული სამხედრო ჯგუფი, "ვაგნერი" წვრთნის და ვიდეოები, რომლებიც სერბულ ენაზეა, მათ გაავრცელეს.

სერბეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ "ვაგნერმა" ვიდეოები სერბულ ენაზე იმიტომ გადაიღო, რომ სერბები ომში წასვლისთვის წაახალისოს.

  • "ვაგნერს" ვინ მისცა უფლება, რომ სერბეთიდან იხმობს ხალხს?! თანაც იციან, რომ ეს ჩვენს რეგულაციებს ეწინააღმდეგება", - განაცხადა სერბეთი პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა.

დასავლური ქვეყნები სერბეთს ხშირად აკრიტიკებენ რუსეთთან მეგობრობის გამო, თუმცა ბოლო დღეებში ხელისუფლების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა აჩვენა, რომ სურათი შესაძლოა, ისეთი არ იყოს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

პრეზიდენტმა ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთი "ნეიტრალურია" უკრაინის ომთან დაკავშირებით და რომ მას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მრავალი თვეა არ უსაუბრია.

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი

სერბებს კანონმდებლობით ეკრძალებათ საზღვარგარეთ კონფლიქტებში მონაწილეობა. 2014 წელს, ზოგიერთი სერბი სამხედრო რუსეთის ძალებთან ერთად იბრძოდა უკრაინაში, მაშინ სერბეთის სასამართლომ ათეულობით ადამიანი გაასამართლა "უცხო ქვეყნის ბრძოლებში მონაწილეობისთვის."

რამდენიმე დღის წინ ომის მოწინააღმდეგე ჯგუფებმა რუსეთის ელჩსს, ასევე სერბეთის სახელმწიფო უსაფრთხოების და საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელს საჩივრით მიმართეს "ვაგნერის" მიერ სერბების გადაბირების გამო.

პრეზიდენტმა ვუჩიჩმა კი ღიად გამოხატა ოფიციალური ბელგრადის პოზიცია ომთან დაკავშირებით - "ჩვენთვის ყირიმი არის უკრაინა, დონბასი არის უკრაინა და ეს სულ ასე იქნება", - განაცხადა პრეზიდენტმა.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა