ავტორი:

"10 სიტყვა წავუკითხე და მხოლოდ ერთი სიტყვა დამისახელა, ეს იყო "სიყვარული" - ექსპერტ-ფსიქოლოგის თქმით, სააკაშვილს მეხსიერება დაქვეითებული აქვს

"10 სიტყვა წავუკითხე და მხოლოდ ერთი სიტყვა დამისახელა, ეს იყო "სიყვარული" - ექსპერტ-ფსიქოლოგის თქმით, სააკაშვილს მეხსიერება დაქვეითებული აქვს

"ემპათიას" ექსპერტ-ფსიქოლოგის ლიანა ჩოხელის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 45-წუთიანი შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მას ფიქსაციის უნარი და ხანმოკლე მეხსიერება დაქვეითებული აქვს.

ამის შესახებ მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

„45 წუთი გაგრძელდა ჩემი შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან. როცა მე მოვრჩი ყველა ტესტით გამოკვლევას, 45 წუთის შემდეგ, ვეუბნები მას, რა გახსოვს წეღან რომ 10 სიტყვა წაგიკითხე-მეთქი, მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიტყვა დამისახელა, ეს იყო „სიყვარული“ და ერთი იყო ცრუ მოგონება. ამდენად, დაქვეითებულია როგორც ფიქსაციის უნარი, ისე შედარებით ხანმოკლე მეხსიერება და მისი კოეფიციენტი ერთით განისაზღვრა. ეს საკმაოდ დაბალი რიცხვია.

მე მიხეილ სააკაშვილზე მქონდა ის ინფორმაცია, როცა ის ჩვენი პრეზიდენტი იყო. ვიცოდი, რომ იყო როგორც მაღალი ინტელექტის მქონე. ვიცნობდი მე მას ეკრანიდან და ჟურნალ-გაზეთებიდან, მეტი არაფერი ვიცოდი. ახლა რომ ვნახე, დღე და ღამესავით განსხვავებული პიროვნებაა... გამორიცხულია სიმულაციის შესაძლებლობა. 5 სხვადასხვა მეთოდით გამოვიკვლიე, სადღაც მაინც იჩენდა თავს. მან წინასწარ რა იცოდა, რას ვკითხავდი?!“- განაცხადა ლიანა ჩოხელმა.