ავტორი:

"ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ღალატი“ - რას წერს გიორგი გახარია ლავროვ-გავრილოვის განცხადებებზე

"ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ღალატი“ - რას წერს გიორგი გახარია ლავროვ-გავრილოვის განცხადებებზე

რუსეთი ასაჩუქრებს საქართველოს უკრაინაზე მისი პოზიციისთვის და ივანიშვილის დეპუტატების განცხადების კვალდაკვალ, რომ ევროკავშირი და ნატო პანაცეა არ არის, სთავაზობს ყველა სახის თანამშრომლობის აღდგენას, დიპლომატიური ურთიერთობის ჩათვლით, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ღალატი.

"რუსეთი ასაჩუქრებს საქართველოს უკრაინაზე მისი პოზიციისთვის და ივანიშვილის დეპუტატების განცხადების კვალდაკვალ, რომ ევროკავშირი და ნატო პანაცეა არ არის, სთავაზობს ყველა სახის თანამშრომლობის აღდგენას, დიპლომატიური ურთიერთობის ჩათვლით. ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ღალატი“, - წერს გახარია.

ცნობისთვის, 18 იანვარს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ "უკრაინის საკითხზე საქართველოს დამოუკიდებელი პოზიციის გათვალისწინებით“, საქართველოსთან საჭიროა არა მხოლოდ ავიამიმოსვლის, არამედ სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაც. მისი თქმით, საქართველოში რუსეთის საკონსულო სამსახურისა და საელჩოს არსებობა ხელს შეუწყობს "კონტაქტებისა და საქართველოში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის დახმარების გაწევის შესაძლებლობების გაფართოებას”.

მანამდე კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე შეაქო საქართველოს მთავრობა "ვაჟკაცობისთვის“, რომ დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, არ უერთდება რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს. სერგეი ლავროვს კითხვა პრორუსული ტელეარხის, "ალტ-ინფოს“, ჟურნალისტმა დაუსვა, შეკითხვა უკრაინაში ომის კონტექსტში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს უკავშირდებოდა.

ლავროვმა ასევე განაცხადა, - ვიმედოვნებ, რომ მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთო...