ავტორი:

"დაიკითხა "ვივამედის“ ექთანი, რომელმაც უარყო ის "ფეიკი“, თითქოს სააკაშვილი დასდევს ექთნებს და ეჩხუბება" - ადვოკატი

"დაიკითხა "ვივამედის“ ექთანი, რომელმაც უარყო ის "ფეიკი“, თითქოს სააკაშვილი დასდევს ექთნებს და ეჩხუბება" - ადვოკატი

დაიკითხა "ვივამედის“ ექთანი, რომელმაც უარყო ის "ფეიკი“, თითქოს სააკაშვილი დასდევს ექთნებს და ეჩხუბება - კიდევ ერთხელ გამოიკვეთა და გამოჩნდა პროპაგანდისტული მანქანის მუშაობა,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების შესახებ მიმდინარე პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პროცესზე გამოიკვეთა, რომ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლებისთვის სამი სამედიცინო დიაგნოზი არსებობს.

"დღეს მოწმეების დაკითხვის შედეგად დადასტურდა მნიშვნელოვანი ფაქტები, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტები და სასამართლოსთვის. კერძოდ, მოგეხსენებათ, სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების დიაგნოზი ერთი იყო დემენცია, ახლა დაემატა მეორე დიაგნოზი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნაში დევს, ანუ ნევროლოგიური დიაგნოზი. მესამე, ვინც ესწრება ამ პროცესებს, იცის, რომ კახექსია იყო უშუალოდ სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველი. გარდა ამისა, ოთარ თოიძის მიერ გაჟღერდა 6 დიაგნოზი, რომელიც სასჯელის გადავადების საფუძველია. მისი პოზიციები გამყარებული იქნა ასევე ქალბატონი ექსპერტის მიერ, რომელმაც შეამოწმა მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა ტესტების მიხედვით. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იყო. თქვენ იცით, რომ სულ იყო საუბარი: "გაგვაგებინეთ რა სჭირს სააკაშვილს“, - დღეს საჯაროდ კიდევ ერთხელ ოფიციალურად პროცესზე დადასტურდა სასჯელის მოხდის გადავადების საფუძვლები. გარდა ამისა, დაიკითხა "ვივამედის“ ექთანი, რომელმაც უარყო ის "ფეიკი“, თითქოს სააკაშვილი დასდევს ექთნებს და ეჩხუბება. კიდევ ერთხელ გამოიკვეთა და გამოჩნდა პროპაგანდისტული მანქანის მუშაობა. მე მადლობა მინდა გადავუხადო მოწმეებს, რომლებიც გამოცხადდნენ სასამართლო პროცესზე“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

რაც შეეხება სააკაშვილის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე საუბარს, ხაჭაპურიძემ განმარტა: "ჩვენ მიერ წარმოდგენილმა ექსპერტებმა არაერთხელ განმარტეს წინა სასამართლო პროცესებზეც, რომ აქ წამებაში იგულისხმება არა სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებული წამების მუხლები, არამედ ითვლება სტამბულის კონვენციის მიხედვით გათვალისწინებული და ასევე "აისიდი“ კოდების მიხედვით“.