ავტორი:

"გიო, აუცილებლად უნდა გადარჩე" - საგარეჯოში დაჭრილი 24 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მას მე-2 ჯგუფის რეზუს-დადებითი სისხლი სჭირდება

"გიო, აუცილებლად უნდა გადარჩე" - საგარეჯოში დაჭრილი 24 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მას მე-2 ჯგუფის რეზუს-დადებითი სისხლი სჭირდება

ექიმების განცხადებით, საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაშავებული, 24 წლის მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მას საგარეჯოში რამდენიმე საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა რეანიმაციაში იმყოფება.

"გიო, აუცილებლად უნდა გადარჩე მეგობარო!

გიორგი წუხანდელი დაჭრილებიდან ერთერთია. მისი მდგომარეობა, სამწუხაროდ, რთულია...

ამ წუთას რეანიმაციაშია. მეორე ჯგუფის დადებითი სისხლი გვესაჭიროება და ვისაც ექნება სურვილი და საშუალება ექნება, გთხოვთ, რომ დაგვეხმაროთ.

სისხლის ჩაბარებას შეძლებთ სისხლის ნებისმიერ ბანკში. თბილისში ვინც ხართ, მის: ავლიპ ზურაბაშვილის #1.

ტელ: 577 22 14 13", - წერენ მისი მეგობრები "ფეისბუქში".

გიორგის სიცოცხლისთვის თავდაუზოგავად იბრძვიან "ჯეო ჰოსპიტალსის" საგარეჯოს კლინიკის ექიმები. ჩვენი ინფორმაციით, ოპერაცია თითქმის 10 საათს გაგრძელდა, როგორც ამბობენ, მედიკოსებმა ამ ეტაპზე შეუძლებელი შეძლეს.

შეგახსენებთ, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა. სროლის შედეგად, თავდამსხმელის ჩათვლით, რომელმაც საბოლოოდ თავი მოიკლა, დაიღუპა 6 ადამიანი, დაჭრილია 5 პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავი მოიკლა.

იხილეთ ასევე: