ავტორი:

"ამერიკელი მაღალჩინოსნები უკრაინას დაგეგმილი კონტრიერიშის გადადებას სთავაზობენ" - რა ინფორმაციას ავრცელებს Reuters ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით?

"ამერიკელი მაღალჩინოსნები უკრაინას დაგეგმილი კონტრიერიშის გადადებას სთავაზობენ" - რა ინფორმაციას ავრცელებს Reuters ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით?

ამერიკელი მაღალჩინოსნები უკრაინას დაგეგმილი კონტრიერიშის გადადებას სთავაზობენ, - ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ბაიდენის ადმინისტრაციის ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროს თანახმად, ამერიკელი მაღალჩინოსნები უკრაინას მასშტაბური კონტრიერიშის გადადებას სთხოვენ, ვიდრე იგი აშშ-ის სამხედრო დახმარების ბოლო პარტიას არ მიიღებს და სამხედროები შესაბამის წვრთნას არ გაივლიან.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ არ გეგმავს უკრაინისთვის M1 Abrams ტანკების მიწოდებას მათი სიძვირისა და მომსახურების სირთულის გამო.

წყაროს თქმით, აშშ-სა და უკრაინას შორის ნებისმიერ კონტრიერიშზე მოლაპარაკებები იმის კონტექსტში მიმდინარეობს, რომ უკრაინელებმა ჯერ საკმარისი დრო დაუთმონ ახალი შეიარაღების გამოყენების სწავლას, რომელიც მათ ამერიკულმა მხარემ მიაწოდა.