ავტორი:

გაერთიანებული სამეფოს პრემიერი მანქანაში უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის გამო დააჯარიმეს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერი მანქანაში უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის გამო დააჯარიმეს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი მორიგ სკანდალში გაეხვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC წერს.

მათივე ცნობით, რიში სუნაკი მოძრავი ავტომობილიდან "ინსტაგრამის" "ლაივში" უსაფრთხოების ღვედის გარეშე ჩაერთო. პრემიერმა ბოდიში უკვე მოიხადა და ფაქტს შეცდომა უწოდა, თუმცა ამის მიუხედავად ბრიტანელი პოლიტიკოსები მას მწვავედ აკრიტიკებენ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რიში სუნაკმა არ იცის, თუ როგორ გამოიყენოს უსაფრთხოების ღვედი და სადებეტო ბარათი, ასევე როგორ მართოს ეკონომიკა და ბრიტანეთი.

ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში ღვედის გამოუყენებლობის გამო მგზავრები 100 ფუნტი სტერლინგით ჯარიმდებიან.