ავტორი:

ოჯახის მტკიცებით, თბილისში 22 წლის გოგოს ოპერაციის დროს მუცლის ღრუში მაკრატელი ჩაუტოვეს

ოჯახის მტკიცებით, თბილისში 22 წლის გოგოს ოპერაციის დროს მუცლის ღრუში მაკრატელი ჩაუტოვეს

ოჯახის ინფორმაციით, 22 წლის გოგოს ოპერაციის დროს მუცლის ღრუში მაკრატელი ჩაუტოვეს. გოგონას მეუღლის თქმით, ქალს ოპერაცია თბილისში, მარდალეიშვილის კლინიკაში ჩაუტარდა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, 22 წლის გოგოს მაკრატელი მუცელში 3 თვის განმავლობაში ჰქონდა და ამ დროის განმავლობაში ტკივილები აწუხებდა. შემდეგ კი ნიუ-ჰოსპიტალში ჩატარებული კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ მუცელში მაკრატელი იყო.

მათი თქმით, ამ ხნის განმავლობაში, ქალს ტკივილები აწუხებდა, თუმცა მიზეზის დადგენა მხოლოდ და მხოლოდ დღეს, ნიუ ჰოსპიტალსში ჩატარებული კვლევების შედეგად მოხერხდა.

"ინფო რუსთავი" კომენტარისთვის მარდალეიშვილის სახელობის კლინიკის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. სამედიცინო დაწესებულებაში ადასტურებენ, რომ ამ წუთებში გოგონას ოპერაცია ნამდვილად უტარდება, თუმცა ჯერჯერობით დამატებითი დეტალები მათი მხრიდან არ გაჟღერებულა.