ავტორი:

"ვეწინააღმდეგებოდი, დამარტყა და გამაუპატიურა" - გოგონა, რომელიც დანი ალვესს სექსუალურ ძალადობაში სდებს ბრალს, დეტალურად იხსენებს ღამის კლუბში მომხდარს

"ვეწინააღმდეგებოდი, დამარტყა და გამაუპატიურა" - გოგონა, რომელიც დანი ალვესს სექსუალურ ძალადობაში სდებს ბრალს, დეტალურად იხსენებს ღამის კლუბში მომხდარს

ბრაზილიელი ფეხბურთელის, დანი ალვესის გარშემო სკანდალი გრძელდება. სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ფეხბურთელი გირაოს შეტანინს უფლების გარეშეა დაპატიმრებული.

სამართალდამცველებს ჩვენება მისცა გოგონამ, რომელმაც ფეხბურთელი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. 23 წლის გოგონამ სასამართლოში მოყვა თუ რა ხდებოდა 30 დეკემბერს, ბარსელონას ღამის კლუბ Sutton-ში.

სავარაუდო მსხვერპლი ამბობს, რომ კლუბში ღამის 2:00 საათზე, მეგობრებთან ერთად წავიდა. საცეკვაო ზონაში მექსიკური წარმომავლობის მამაკაცებმა ისინი კლუბის VIP ზონაში დაპატიჟეს, გოგოები დათანხმნენ და გაყვნენ.

ცოტა ხანში Sutton-ის მიმტანი მათთან მივიდა და გოგონებს უთხრა, რომ კლუბის ერთ-ერთი სტუმარი მათ ეპატიჟებოდა. გოგონებმა უარით გაისტუმრეს. თუმცა მიმტანი უკან დაბრუნდა და გოგონებს იგივე შესთავაზა, თან დაამატა, რომ ვიზიტორი მისი მეგობარია. საბოლოოდ, გოგონები დათანხმდნენ და VIP ზონის სხვა მაგიდასთან გადავიდნენ.

თავდაპირველად იმ მაგიდასთან ორი კაცი და ორი ქალი იჯდა. სამი დაქალის გამოჩენის შემდეგ, ქალები ადგნენ და წავიდნენ. მაგიდასთან ერთ-ერთი კაცი ალვესი იყო, მეორე კი - მისი მეგობარი.

ალვესი გოგონებს გაეცნო, როგორც დანი, "პეტანკის მოთამაშე“. თუმცა იქვე მყოფმა მექსიკელმა ბიჭებმა იცნეს ფეხბურთელი და უთხრეს ვინც არის.

გოგონას თქმით, ფეხბურთელს სურდა შამპანურით გამასპინძლება და სამივე გოგოსთან დაუყონებლივ ფლირტზე გადავიდა, არ ეშვებოდა და ბევრს ეხებოდა.

ამის შემდეგ დანი მსხვერპლის უკან აღმოჩნდა და ისეთ სიტყვებს ეუბნებოდა, რაც გოგონას არ ესმოდა - სავარაუდოდ, იმიტომ რომ პორტუგალიურად საუბრობდა. გოგონა ყვება, რომ ამ მომენტში ალვესმა, ხელი დაავლო და პენისზე ძალით დაადებინა და მიუხედავად წინააღმდეგობისა, მსგავსი რამ ორჯერ გაიმეორა.

  • შემდეგ, კარისკენ მიუთითა და მოუწოდა, რომ გაჰყოლოდა. ისინი საპირფარეშოში გავიდნენ. გოგონა ამტკიცებს, რომ როგორც კი დაინახა, რომ საპირფარეშოში აღმოჩნდნენ, წასვლა მოინდომა. მაგრამ ალვესმა კარი დაკეტა და გასვლის საშუალება არ მისცა.

გოგონას თქმით, ალვესმა კაბა აუწია, უთხრა, რომ ეთქვა, - "პატარა ძუკნა ვარ“ და მასთან სექსუალური კავშირის დამყარება აიძულა. სავარაუდო მსხვერპლი ყვება, რომ ის წინააღმდეგობას უწევდა, რის შემდეგაც, ბრაზილიელმა ხელი გაარტყა და გააუპატიურა.

გოგონა ამტკიცებს, რომ როდესაც საპირფარეშოდან გამოვიდა, VIP ოთახში მისი მხოლოდ ერთი დაქალი დარჩა. ატირებულ გოგონას კლუბის წევრებმა ჰკითხეს, რა მოხდა. დახმარება გაუწიეს. ოთახში კლუბის მენეჯერიც იყო. მათ პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, რომელმაც გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანა და შესაბამისი კვლევა ჩაუტარდა.

სამედიცინო დასკვნაში საუბარია ტრავმებზე, რომლებიც წინააღმდეგობის გაწევაზე მიუთითებს.

მომხდარიდან ორი დღის შემდეგ, გოგონამ პოლიციას მიმართა. მან სამედიცინო დასკვნა და კაბა, რომელიც იმ დღეს ეცვა მტკიცებულების სახით წარადგინა. პოლიციამ გამოძიება დაიწყო. ალვესი ბრალდებას უარყოფს.

ნახეთ ასევე: ბარსელონაში დაკავებული მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ, ციხეში გადაიყვანეს - რას აცხადებს სპორტსმენის მეუღლე?

  • ავტორი: ანრი კურტანიძე