ავტორი:

დუმის სპიკერი "საშინელი ომით", "უფრო ძლიერი იარაღის" გამოყენებით და "გლობალური კატასტროფით" იმუქრება - რას აცხადებს ვიაჩესლავ ვოლოდინი

დუმის სპიკერი "საშინელი ომით", "უფრო ძლიერი იარაღის" გამოყენებით და "გლობალური კატასტროფით" იმუქრება - რას აცხადებს ვიაჩესლავ ვოლოდინი

რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდება, რომელიც რუსეთის ტერიტორიებს საფრთხეს უქმნის, "გლობალურ კატასტროფას" გამოიწვევს.

მისივე განცხადებით, ასეთი ქმედება ასევე დაუსაბუთებელს გახდის მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების წინააღმდეგ არგუმენტებს.

როგორც ვოლოდინმა აღნიშნა, უკრაინის მიმართ შეერთებული შტატებისა და ნატო-ს მხარდაჭერას მსოფლიო "საშინელ ომამდე“ მიჰყავს.

"თუ ვაშინგტონი და ნატო-ს ქვეყნები [უკრაინას] მიაწვდიან იარაღს, რომელიც გამოყენებული იქნება ქალაქებზე, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს, დასარტყმელად და შეეცდებიან ჩვენი ტერიტორიების დაპყრობას, როგორც ისინი ემუქრებიან, ეს გამოიწვევს საპასუხო ზომებს უფრო ძლიერი იარაღის გამოყენებით“, - აღნიშნა დუმის სპიკერმა.