ავტორი:

"რუსეთი უკრაინის აღებას ცდილობს, ისინი იმავეს აკეთებენ, რაც ჩემს საქართველოს გაუკეთეს" - მერაბ დვალიშვილის კიდევ ერთი წარმატება და ოკუპანტების კრიტიკა მსოფლიოს გასაგონად

"რუსეთი უკრაინის აღებას ცდილობს, ისინი იმავეს აკეთებენ, რაც ჩემს საქართველოს გაუკეთეს" - მერაბ დვალიშვილის კიდევ ერთი წარმატება და ოკუპანტების კრიტიკა მსოფლიოს გასაგონად

ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა High Rollerz BJJ-ის ტურნირში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებაც მოიპოვა. გამარჯვების შემდეგ, მან ემოციური სიტყვა წარმოსთქვა და რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა.

"მინდა უბრალოდ ვთქვა - მშვიდობა. დღეს ყველამ ვიცით, რომ რუსეთი უკრაინის აღებას ცდილობს. ისინი იმავეს აკეთებენ, რაც ჩემს ქვეყანას, საქართველოს გაუკეთეს.

21-ე საუკუნეში ჩვენ გვინდა მშვიდობა და არა ომი. არ გვინდა უკან საბჭოთა კავშირში დაბრუნება. ჩვენ გვჭირდება თავისუფლება. საქართველო და უკრაინა ევროპისა და აშშ-ის მეგობრები არიან. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყნები ვართ, გვაქვს ჩვენი კულტურა და ტრადიციები. არ გვინდა ომი.

ჩვენ ახლა აქ ვართ შეკრებილები, კარგი საღამო გვაქვს, ვშრომობთ, ვერთობით, უკრაინაში კი ადამიანები კვდებიან, ამ ყველაფერს რუსეთის მთავრობა აკეთებს. რუსეთი კორუმპირებული ქვეყანაა. ამის თქმა მინდოდა, ეს მაწუხებდა", - აღნიშნა დვალიშვილმა.

ცნობისთვის, მერაბი კარიერის უმნიშვნელოვანეს ბრძოლას 12 მარტს რუს პიოტრ იანის წინააღმდეგ გამართავს.

ავტორი: ანრი კურტანიძე