ავტორი:

აქციის მონაწილეები კარს მუშტებს ურტყამენ და სკანდირებენ: "გამოდით“, "კარი გააღეთ!“ - რა ხდება საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში

აქციის მონაწილეები კარს მუშტებს ურტყამენ და სკანდირებენ: "გამოდით“, "კარი გააღეთ!“ - რა ხდება საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მთავარ ოფისში ხმაური იყო.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მას შემდეგ, რაც აქციის რამდენიმე მონაწილემ შენობა დატოვა, მათ შესვლის უფლებას აღარ აძლევენ. აქციის მონაწილეები მთავარ ოფისში აქციებს რამდენიმე დღეა, რაც მართავენ და ანაზღაურების მატებას მოითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილე განმარტავს, "ადმინისტრაციამ კერძო დაცვა დაიქირავა და დასაქმებულ ადამიანებს საშვის გარეშე არ უშვებს“.

აქციის მონაწილეები შესასვლელ კარს მუშტებს ურტყამენ და სკანდირებენ: "გამოდით“, "კარი გააღეთ!“.

"ჩვენ აქ გვაქვს უწყვეტი აქცია. დღეს არის მე-6 დღე. გუშინ აქ ღამე გავათენე, გამოვედი დაახლოებით 1 საათი, დაბრუნებისას ვიღაც გაურკვეველი ადამიანები დგანან, არ გვიშვებენ. სახელ-გვარს არ ამბობენ, არც საბუთებს გვაჩვენებენ. მოთხოვნა ხელფასების მომატებაა. აქციები დაწყებულია მაისის შემდეგ, უწყვეტ რეჟიმში აქცია 6 დღეა რაც მიმდინარეობს“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეები მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.