ავტორი:

ალეპოში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

ალეპოში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

სირიის ქალაქ ალეპოში ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 13 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაიღუპა.

შემთხვევის შედეგად, ორი მძიმედ დაშავდა.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ცნობით, ნგრევის მიზეზი შენობის საძირკველში წყლის გაჟონვაა.