ავტორი:

რუსებმა ხარკოვის ოლქზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

რუსებმა ხარკოვის ოლქზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

ხარკოვის ოლქზე რუსული ძალების თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაცაის ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეგ სინიეჰუბოვი ავრცელებს.

თავდასხმის შედეგად დაიღუპა ქალი, ხოლო ერთი მამაკაცი დაშავდა.

"დღეს, დაახლოებით 14:30 საათზე, სოფელ პეტრივკაზე რუსული საარტილერიო თავდასხმის შედეგად 67 წლის ქალი დაიღუპა. დაზიანებულია სამეურნეო შენობები და კერძო სახლი.

ქალაქი ვოვჩანსკი დღესაც რუსეთის თავდასხმის ქვეშ იყო. ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და კერძო სახლს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან დაარტყდეს. დაშავებულია 49 წლის მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი“,- წერს ის.