ავტორი:

"უკრაინელებმა რუსების შეტევა 11 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ბახმუტთან, მოიგერიეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს ქვეყნის გენშტაბი

"უკრაინელებმა რუსების შეტევა 11 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ბახმუტთან, მოიგერიეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს ქვეყნის გენშტაბი

უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის თავდასხმები 11 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკრაინელებმა რუსული ძალების თავდასხმები მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის სტელმახივკასა და ნოვოსელოვსკოესთან, ასევე დონეცკის ოლქის ვიემკის, რაზდოლოვკას, ბელგოროვკას, პრასკოვიევკას, ბახმუტის, სტუპოჩკას, ნოვობახმუტოვკას, პერვომაისკისა და მარინკას დასახლებებზე.

ამასთან, უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში უკრაინულმა ჯარებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის სამი საწყობი და ოკუპანტების დრონი ჩამოაგდეს.

"უკრაინის ავიაციამ სამი დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის კონცენტრაციის ადგილებს, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა კი რუსების თავმოყრის 4 ზონას დაარტყეს“, - აცხადებენ გენშტაბში.