ავტორი:

"ოროსანი მატყუარაა კობახიძე - აგერ მე და აგერ თქვენ, მალე ნახავთ მას ტაგანროგში გადასახლებულს..." - გიორგი ვაშაძე

"ოროსანი მატყუარაა კობახიძე - აგერ მე და აგერ თქვენ, მალე ნახავთ მას ტაგანროგში გადასახლებულს..." - გიორგი ვაშაძე

ოროსანი მატყუარაა კობახიძე. ახლა გამოვიდა და ექსპორტის ციფრებით საუბრით ჰგონია, რომ ვიღაცას შეატყუებს ტრანზიტს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძე თავიდან ბოლომდე ტყუილია.

"ტრანზიტზეა აქ საუბარი - სანქცირებული ნივთის ტრანზიტზე. ტრანზიტი რომ სხვა არის და ექსპორტი რომ სხვა არის, ეს ხომ ყველამ ვიცით. ცენტრალურ მაგისტრალზე შეგიძლიათ გახვიდეთ და უზარმაზარი კოლონა რომ დგას დიდი მანქანების, რომლებიც რუსეთში ცდილობენ გადასვლას საქართველოს გავლით, ესეც ხომ ყველამ ვიცით. ამიტომ ტყუილია ეს ყველაფერი და ასე რომ იტყუება, ეს პირიქით მტკიცებულებაა, რომ მართლა სამშობლოს ღალატთან და რუსეთთან კოლაბორაციასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება პირადად კობახიძეს, აგერ მე და აგერ თქვენ, მალე ნახავთ მას ტაგანროგში გადასახლებულს, რადგან საქართველოში მოღალატეების ადგილი აღარ იქნება.

მთავარი კითხვა უნდა გქონდეთ, რატომ ატყუებს ხალხს კობახიძე, რატომ მოღვაწეობს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ - დაუსვით ეს კითხვა კობახიძეს. კობახიძე ტყუილია თავიდან ბოლომდე", - განაცხადა ვაშაძემ.