პარტიის "საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ დროა, დასავლეთი საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად გაერთიანდეს.
გიორგი გახარია ეხმაურება ყოფილი თანაგუნდელის, პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას და აღნიშნავს, რომ ივანიშვილის პარტია CNN-ს "ივანიშვილისა და საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში“ ადანაშაულებს.
"ივანიშვილის ანტიდასავლური პროპაგანდის ფარგლებში, მისი პარტია ადანაშაულებს CNN-ს და მის ჟურნალისტს შეთქმულებაში ჩართულობაში ივანიშვილის და საქართველოს წინააღმდეგ, იმ კითხვის გამო, რაც ჟურნალისტმა დასვა ბრალდებაზე, თითქოს საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.
დროა, დასავლეთი გაერთიანდეს საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად”, - წერს გახარია "ტვიტერზე“.