ავტორი:

"ჩემი მანანა ისე მენატრება, რომ მზად ვარ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვითამაშო" - მედეა ლორთქიფანიძე

"ჩემი მანანა ისე მენატრება, რომ მზად ვარ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვითამაშო" - მედეა ლორთქიფანიძე

ყველასათვის საყვარელ მსახიობს, მედეა ლორთქიფანიძეს მალე 85 წელი შეუსრულდება. "20 წლის გოგოს გული მაქვს - ლამაზ ბიჭს რომ დავინახავ, აუცილებლად თვალს გავაყოლებ ხოლმე", - ეშმაკური ღიმილით ამბობს ქალბატონი მედეა, რომელიც წელთა სიმრავლეს და ბედნიერებას უსურვებს ჩვენს ხალხს, მთელ საქართველოს.

(ინტერვიუ დაიბეჭდა ჟურნალ "გზის" 12 იანვრის ნომერში)

- პირველ თებერვალს ვარ დაბადებული, რამდენიმე დღეში 85 წლის გავხდები, მაგრამ გული ისევ ახალგაზრდული მაქვს, ჩემს ასაკს ვერ ვგრძნობ და ვცდილობ, სულ კარგ ხასიათზე ვიყო. როცა ვხედავ, ვინმე ცუდ გუნებაზეა, იმდენს ვიხუმრებ და ისეთ ამბებს მოვუყვები, მდგომარეობიდან გამოვიყვან - ასეთი ხასიათი მაქვს.

- ახალ, 2023 წელს როგორი განწყობით შეხვდით?

- შობა-ახალი წელი ძალიან მიყვარს. სულ ვცდილობ, ამ დღეებში რაღაც გემრიელი და განსხვავებული მოვამზადო. მახარებს, რომ ჩემი შვილი და შვილიშვილები მოდიან, დღესასწაულს ყველა ერთად ვხვდებით. ჩემი სიძე და ნათესავებიც აუცილებლად მესტუმრებიან და ეს სტუმრიანობა პატარა ბავშვივით მიხარია. ისიც მომწონს, საჩუქრები და ტკბილეული რომ მოაქვთ. ჩემი შვილი, შორენა პატარა რომ იყო, ყოველ ახალ წელს თოვლის პაპის ტანსაცმელს ვქირაობდი, ჩვენს რომელიმე ნათესავს ან ახლობელს გამოვაწყობდი და ახალ წელს ასე ვულოცავდით. მე და ჩემი მეუღლე 12 წლამდე ასე ვატყუებდით, მაგრამ მერე მიხვდა, რომ თოვლის პაპები არ არსებობენ. ჩემი შვილიშვილები ამას კიდევ უფრო ადრე მიხვდნენ. ისეთი გონებაგახსნილი თაობა მოდის, რომ ასე ადვილად ვეღარ მოატყუებ.

- დღევანდელ ახალგაზრდებში რა არ მოგწონთ?

- ახლა ისეთი დროა, რომ ყველა თავის ნაჭუჭშია ჩაკეტილი, სტუმრად მისვლაც კი არ უხარიათ. ახალგაზრდა გოგონები ღამის ბარებში ისე ათენებენ, მათ ამბავს მამაც კი არ კითხულობს. შეიძლება ვიღაც არ დამეთანხმოს, მაგრამ ჩემი აზრით, ასეთი საქციელი მოსაწონი ნამდვილად არ არის. რთული დროა: შვილი მამას კლავს, მამა - შვილს, ქმარი ცოლს არ ინდობს და ცოლი - ქმარს, უფრო მეტიც, ბავშვები ვერ გაგვიშვია ქუჩაში თამამად, გვეშინია, ვიღაც ავადმყოფს არ გადაეყარონ... ადრე მსგავსი რამ წარმოუდგენელი იყო. ზოგჯერ ვფიქრობ, იქნებ ეს ხალხი მატერიალურმა გაჭირვებამ შეცვალა და გადააგვარა?! მაგრამ ქართველებს უარესიც გადაგვიტანია.

- საახალწლო განწყობა ჯერ არ განელებულა, რას ინატრებდით ახალი, 2023 წლისაგან? (ინტერვიუ დაიბეჭდა ჟურნალ "გზის" 12 იანვრის ნომერში)

- რას ვინატრებდი? - ალბათ იმას, რომ "ჩემი ცოლის დაქალები" გაგრძელდეს. ჩემი მანანა ისე მენატრება, რომ მზად ვარ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშეც ვითამაშო. კიდევ? - ძალიან მინდა, წელს მშვიდობა დამყარდეს, რომ ჩვენი ბიჭები ომში აღარ იღუპებოდნენ. ნებისმიერ დედას ურჩევნია შვილი ცოცხალი ჰყავდეს, ვიდრე გმირი ერქვას და საიდანღაც ჩამოუსვენონ.... წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად