ავტორი:

კალიფორნიაში სროლის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

კალიფორნიაში სროლის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

კალიფორნიის სასოფლო-სამეურნეო რეგიონში მასობრივი სროლის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა.

მედიის ინფორმაციით, სროლა ორ ლოკაციაზე, სოკოს ფერმასა და გადამზიდ კომპანიაში, სან-ფრანცისკოს სამხრეთით დაახლოებით 30 მილის დაშორებით მოხდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ოთხი ადამიანი ფერმაში და სამი კი - გადამზიდ კომპანიაში დაიღუპა.

სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი, 67 წლის ჟაო ჩუნლი დააკავეს.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ კალიფორნიის ქალაქ მონტერეი პარკში, მასობრივი სროლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.