თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, კერძოდ "სითი მოლთან" ავარია მოხდა. ავტომობილი ამოტრიალდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავების ჯგუფი.
შსს-ს ინფორმაციით, არავინ დაშავებულა და მძღოლს საგზაო წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება.
ავარიის ფოტოს სოციალურ ქსელში ვლადიმერ ბოჟაძე ავრცელებს.