ავტორი:

"გადაიყვანეთ სააკაშვილი რეანიმაციაში, მისი სიცოცხლე აშკარად საფრთხეშია" - რას წერს შალვა ხაჭაპურიძე?

"გადაიყვანეთ სააკაშვილი რეანიმაციაში, მისი სიცოცხლე აშკარად საფრთხეშია" - რას წერს შალვა ხაჭაპურიძე?

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე კლინიკა "ვივამედსა" და პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს, სასწრაფოდ გადაიყვანონ ექსპრეზიდენტი რეანიმაციაში, რადგან მისი სიცოცხლე საფრთხეშია.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"პენიტენციურმა და ვივამედმა გადაიყვანეთ სააკაშვილი რეანიმაციაში, მისი სიცოცხლე აშკარად საფრთხეშია" - წერს ხაჭაპურიძე.

  • ცოტა ხნის წინ გიული ალასანიამ განაცხადა, რომ მკურნალმა ექიმმა კოვიდინფიცირებული მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა გადაწყვიტა, თუმცა პენიტენციურმა სამსახურმა უარი თქვა.

როგორც ექსპრეზიდენტის დედა ამბობს, მისთვის გაუგებარია, ვისგან გადაედო მიხეილ სააკაშვილს კოვიდი, რადგან მასთან ყველანაირი წესების დაცვით ხდებოდა მნახველების შეშვება.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა.

ნახეთ ასევე: