ავტორი:

უკრაინელებმა რუსების კუთვნილი თვითმფრინავი, 3 ვერტმფრენი და 5 დრონი გაანადგურეს: რა ხდება ფრონტის ხაზზე?

უკრაინელებმა რუსების კუთვნილი თვითმფრინავი, 3 ვერტმფრენი და 5 დრონი გაანადგურეს: რა ხდება ფრონტის ხაზზე?

უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, დონბასში რუსული ძალების მრავალი თავდასხმა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

"უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის ბელოგორივკას დასახლებასთან და დონეცკის ოლქის რაზდოლოვკას, კრასნაია გორას, ბახმუტის, ნოვობახმუტოვკას, კრასნოგოროვკას, მარინკასა და ჩარივნას დასახლებებთან“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში.

უწყების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის ავიაციამ 8 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის კონცენტრაციის ადგილებს, მტრის საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებს კი სამჯერ დაარტყა.

"ამავე დროს, ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს СУ-25 თვითმფრინავი, KA-52 ტიპის 3 რუსული ვერტმფრენი, "ორლანის“ ტიპის 3 უპილოტო საფრენი აპარატი, "მერლინის“ ტიპის ერთი და "ლანცეტის“ ტიპის ერთი უპილოტო საფრენი აპარატი“, - აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.