ავტორი:

შეხვედრა, რომელსაც თინეიჯერ ქალიშვილთან ერთად უნდა დაესწროთ

შეხვედრა, რომელსაც თინეიჯერ ქალიშვილთან ერთად უნდა დაესწროთ

იმ პერიოდში, რომელსაც ჩვეულებრივ თინეიჯერობის ასაკს უწოდებენ, ადამიანი ძალიან იცვლება. ის იზრდება, იწყებს საკუთარი თავის შეცნობას და მოსმენას, ბავშვიდან ზრდასრულად იქცევა. სწორედ ამ ასაკში სწავლობს დამოუკიდებლად ცხოვრებას და ზრუნვას საკუთარ თავსა და გარემოზე.

მოზარდი უკვე გამოსულია იმ ასაკიდან, როცა მასზე ზრუნავენ, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან პატარაა იმისთვის, საკუთარი თავი დამოუკიდებლად შეინახოს. შენ უკვე გინდა ზრდასრული გამოჩნდე, მაგრამ მშობლებისთვის ჯერ კიდევ ბავშვი ხარ?! - ეს არის მოზარდისთვის პრობლემების არსი. ყველა ბავშვის ცხოვრებაში დგება აღზრდის პერიოდი - რთული პერიოდი როგორც თავად ბავშვისთვის, ასევე მისი მშობლებისთვის. თინეიჯერს ტრანსფორმაციის ეს ეტაპი ხშირად აბნევს. ის ჯერ ვერ ეგუება ახალ მე-ს, სხეული ძალიან სწრაფად იცვლება, მაგრამ მის შიგნით მოზარდი ისევ ბავშვია. ხშირად მშობლებიც ღელავენ და არ იციან, რა ჯობია შვილთან ურთიერთობაში. მათთვის საკმაოდ რთულია ამ ეტაპის უმტკივნეულოდ გავლა.

თუ მშობელი ხართ და სახლში მოსიარულე ქარბორბალა - თინეიჯერი ქალიშვილი გყავთ, მაშინ თქვენთვის კარგად ნაცნობი იქნება ეს სიტუაცია. ცდილობთ დაელაპარაკოთ და დაეხმაროთ მას, მაგრამ ხვდებით, რომ მცდელობები უშედეგოა. ქალიშვილი თითქოს არც კი გისმენთ. მეორეს მხრივ, მოზარდის პოზიციიდან სურათი სხვანაირად იშლება: მას აქვს თავისი პრობლემები, რომლებიც არავის ესმის და ის საკუთარ ნაჭუჭში იკეტება.

მთავარი პრობლემა ხელმისაწვდომი „ზრდასრული“ ინფორმაცის დიდი რაოდენობით მოხმარებაა და ჭკვიანი მენტორის დახმარების გარეშე, არც ერთ თინეიჯერს არ შეუძლია გააანალიზოს და სწორად შეაფასოს სიტუაცია დამოუკიდებლად.

„რა არის კარგი და რა არის ცუდი?“ „რა არის სწორი და რა არის არასწორი?“ - მოზარდები მშობლებს იშვიათად ესაუბრებიან ამაზე.

დოქტორი ტარა პორტერი მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა თინეიჯერებთან და მათ მშობლებთან. 1992 წლიდან ეწეოდა კლინიკურ საქმიანობას ახალგაზრდებთან. მან ეს პრობლემები საფუძვლიანად გამოიკვლია და თავისი პირველი წიგნი „ჩემი არ გესმით“ - 21-ე საუკუნის გოგონების გზამკვლევი თინეიჯერი გოგონებისთვის და ახალგაზრდა ქალებისთვის დაწერა. წიგნში თინეიჯერებისთვის გასაგებ ენაზე და ამომწურავადაა განხილული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ოჯახი, მეგობრები, შფოთვა, სკოლა და განათლება, სიყვარული და სექსი, კვება და ინტერნეტი. ავტორი საფუძვლიანად ხსნის მნიშვნელოვან თემებს, რომლებიც ყველა თინეიჯერმა გოგონამ უნდა იცოდეს.

როგორ ამოიცნო მოძალადე, ტოქსიკური მამაკაცი; რატომაა მნიშვნელოვანი გყავდეს სწორი და ადეკვატური მეგობრები; როგორ იკვებო ჯანსაღად, როგორ გაუმკლავდე სხვადასხვა პრობლემებს - ამ ყველაფერზე პასუხებს წიგნში იპოვით!

ტარა პორტერის წიგნი ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებისთვისაც, რადგან კარგად ხსნის იმას, თუ რას განიცდის მათი ქალიშვილი. ეს წიგნი არის ერთგვარი გზამკვლევი როგორც თინეიჯერებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის.

ხუთშაბათს, 26 იანვარს, 19:00 საათზე, გამომცემლობა ,,პალიტრა L“ გიწვევთ შეხვედრაზე ფსიქოლოგ მაია ცირამუასთან, რომელიც ისაუბრებს წიგნის ,,ჩემი არ გესმით“ შესახებ.

როგორ უნდა გაუმკლავდეს ამ ასაკის სირთულეებს მოზარდი გოგონა ან ახალგაზრდა ქალი? არსებობს კი ამ კითხვაზე ნათელი და იოლი პასუხი? - ამ აქტუალურ თემებზე ისაუბრებს ფსიქოლოგი მაია ცირამუა.

ღონისძიებაზე დასწრების ადგილები შეზღუდულია! გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ მოცემულ ბმულზე: https://forms.gle/zDBqsqUnmKeumKXf9

დასწრება თავისუფალია!