ავტორი:

გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს გაუგზავნის - ბერლინი პარტნიორი ქვეყნებიდან ტანკების რეექსპორტსაც დათანხმდება

გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს გაუგზავნის - ბერლინი პარტნიორი ქვეყნებიდან ტანკების რეექსპორტსაც დათანხმდება

გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს გაუგზავნის. ოფიციალური ბერლინი პარტნიორი ქვეყნებიდან ტანკების რეექსპორტსაც დათანხმდება. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა.

მედიის ცნობით, გერმანია კიევს 14 საბრძოლო ტანკს გადასცემს, ისევე როგორც საბრძოლო მასალას. გერმანული მხარე უკრაინელ სამხედროებს გერმანიაში გაწვრთნის.

აღსანიშნავია, რომ Leopard 2-ის ტანკების კიევისთვის მიწოდებას ესპანეთიც შეუერთდება, რომელიც საკითხზე სწორედ გერმანიის დადებით გადაწყვეტილებას ელოდებოდა.

გარდა ამისა, ფინეთმაც განაცხადა, რომ მცირე რაოდენობის Leopard 2-ის ტანკებს უკრაინას გადასცემს, თუ ევროპული ქვეყნების უფრო ფართო ჯგუფიც ამის გაკეთებას გადაწყვეტს.

ასევე იხილეთ: