ავტორი:

"ინსტაგრამზე" რამზან კადიროვისა და მისი ნათესავების ანგარიშების გამოწერის წასახალისებლად ჩეჩნეთში გათამაშებას აწყობენ - თამაშდება "მერსედესი" და iphone-ს ტელეფონები

"ინსტაგრამზე" რამზან კადიროვისა და მისი ნათესავების ანგარიშების გამოწერის წასახალისებლად  ჩეჩნეთში გათამაშებას აწყობენ - თამაშდება "მერსედესი" და iphone-ს ტელეფონები

ჩეჩნეთში, "ინსტაგრამზე" რამზან კადიროვთან დაკავშირებული ანგარიშების გამოწერის წასახალისებლად, გათამაშებას აწყობენ. პრიზები კი არის iphone-ები და სპორტული ავტომობილი, მერსედეს-AMG GT.

როგორც kavkazr.com წერს, პრიზების საერთო ღირებულება თითქმის ათი მილიონი რუბლია.

კონკურსის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ბლოგერმა და შერეული საბრძოლო ხელოვნების ლიგის, Hype Fighting Championship-ის დამფუძნებელმა, ასხაბ თამაევმა.

  • მისივე ცნობით, საუბარია "ინსტაგრამის" ანგარიშზე, სახელად ya_pomoshnik_kra_95, რომელიც კადიროვთანაა დაკავშირებული და რომელსაც სავარაუდოდ, მისი თანაშემწე უმარ დაუდოვი მართავს.

ასევე გათამაშებაში ჩართვის მსურველებმა უნდა გამოიწერონ ანგარიშები bugor_jr, რომელიც ეკუთვნის კადიროვის ძმისშვილს, ხამზათ კადიროვს. მხოლოდ ეს არ არის, ვისაც გათამაშებაში ჩართვა უნდა, მან კადიროვის უმცროსი ვაჟის ადამის ანგარიშიც უნდა გამოიწეროს "ინსტაგრამზე."

ჩეჩნეთის ლიდერს, რომელსაც "ტელეგრამზე" ორნახევარი მილიონი გამომწერი ჰყავს, სხვა სოციალურ ქსელებშიც სურს თავისი აუდიტორია ჰყავდეს.

ცნობისთვის, "ინსტაგრამი" რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, 2022 წლის მარტში დაიბლოკა, თუმცა რუსეთში მცხოვრებთა დიდი ნაწილი 8 VPN-ის საშუალებით მას მაინც იყენებს.