ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის. ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ Associated Press-თან თავის ინტერვიუში განაცხადა.
თავის ინტერვიუში რომის პაპმა მხარი დაუჭირა LGBT თემს და გააკრიტიკა კანონები, რომლებიც ერთსქესიანი ურთიერთობებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულს გულისხმობენ.
"იყო ჰომოსექსუალი - დანაშაური არ არის. ეს დანაშაული არ არის, კი, მაგრამ ცოდვაა. კარგი, მაგრამ თავდაპირველად სხვაობა უნდა გავავლოთ ცოდვასა და დანაშაულს შორის. ცოდვა ასევე არის ერთმანეთისადმი გულმოწყალების არქონა”, - თქვა რომის პაპმა.
მან აღნიშნა, რომ ახლა კათოლიკური ეკლესიის ზოგიერთი ეპისკოპოსი მხარს უჭერენ ერთსქესიანი ურთიერთობების დისკრედიტაციასა და კრიმინალიზებას. მან ასეთი პოზიცია დაგმო და აღნიშნა, რომ “ღმერთს ისეთები ვუყვარვართ, როგორებიც ვართ".