ავტორი:

"ვაპირებთ დავეხმაროთ უკრაინას, რათა გადავიდეს კონტრშეტევაზე" - ბაიდენის განცხადებით, ამერიკა უკრაინას 500 ერთეულზე მეტ ჯავშანტექნიკას და Abrams-ის 31 ტანკს გადასცემს

"ვაპირებთ დავეხმაროთ უკრაინას, რათა გადავიდეს კონტრშეტევაზე" - ბაიდენის განცხადებით, ამერიკა უკრაინას 500 ერთეულზე მეტ ჯავშანტექნიკას და Abrams-ის 31 ტანკს გადასცემს

უკრაინისთვის Abrams-ის 31 ტანკს და ჯავშანტექნიკის 500 ერთეულზე მეტს გამოვყოფთ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრს სახლში გამოსვლის დროს განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინისთვის გადაცემული Abrams ტანკებისგან სატანკო ბატალიონი შედგება. ბაიდენის თქმით, ტანკების გადაცემა რამდენიმე თვეში მოხდება.

“ჩვენ ვაპირებთ დავეხმაროთ უკრაინას დაიცვას თავისი ტერიტორია და კონტრშეტევაზე გადავიდეს. ქვეყანა რომ გაათავისუფლონ, მათ თავდაცვითი შესაძლებლობები უნდა გაზარდონ… დღეს ჩვენ [უკრაინისთვის] გამოვყოფთ 500 ერთეულზე მეტ ჯავშანტექნიკას, და მე ასევე ვაცხადებ, რომ გამოვყოფთ Abrams-ის 31 ტანკს”, - თქვა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ტანკების მომსახურებისთვის უკრაინას ასევე გადაეცემა 8 სარემონტო-საევაკუაციო მანქანა. აშშ დაუყონებლივ დაიწყებს უკრაინელი ტანკისტების Abrams-ისთვის მომზადების პროგრამას.