ავტორი:

UEFA-მ რუსეთს სუპერთასის მატჩის ჩატარების უფლება ჩამოართვა

UEFA-მ რუსეთს სუპერთასის მატჩის ჩატარების უფლება ჩამოართვა

ევროპის სუპერ თასის მატჩი რუსეთში აღარ გაიმართება. ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 25 იანვარს, შვეიცარიაში მიღებული გადაწყვეტილებით, 16 აგვისტოს მატჩი გაიმართება არა რუსეთის ქალაქ ყაზანში, არამედ საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, "გეორგიოს კარაისკაკისის“ სტადიონზე. ამ გადაწყვეტილების მიზეზიც უკრაინაში რუსეთის შეჭრა და იქ გაჩაღებული ომია.

შეგახსენებთ, სუპერთასის ყოველწლიურ, საფეხბურთო მატჩში ერთმანეთს ხვდებიან UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის გამარჯვებული გუნდები. რუსეთმა ქალაქ ყაზანის სტადიონზე ამ შეხვედრის მასპინძლობის უფლება 2020 წელს მოიპოვა.

მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გამარჯვებულები ერთმანეთს ევროპის სუპერთასისთვის 16 აგვისტოს დაუპირისპირდებიან.

🇬🇷 The #UEFAExCo decided to relocate the 2023 UEFA #SuperCup from Kazan, Russia, to Athens, Greece.

⚽ The game will be played at the Georgios Karaiskakis Stadium in the Greek capital on Wednesday 16 August at 21:00 CET: ⬇️
— UEFA (@UEFA) January 25, 2023