ავტორი:

კომპანია "მეტა“ დონალდ ტრამპს "ფეისბუქისა“ და "ინსტაგრამის“ ანგარიშების აღდგენის უფლებას მისცემს

კომპანია "მეტა“ დონალდ ტრამპს "ფეისბუქისა“ და "ინსტაგრამის“ ანგარიშების აღდგენის უფლებას მისცემს

კომპანია "მეტა“ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს "ფეისბუქისა“ და "ინსტაგრამის“ ანგარიშების აღდგენის უფლებას მისცემს.

კომპანიის განცხადებით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ პოლიტიკოსების მოსაზრებები სოციალურ ქსელებშიც მოისმინოს.

მათივე ცნობით, ტრამპის ანგარიშებზე დაწესებული შეზღუდვა რამდენიმე კვირაში მოიხსნება.

"მეტამდე“ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს ანგარიშზე წვდომა "ტვიტერმაც“ აღუდგინა, თუმცა, ამ დრომდე ტრამპს სოციალური ქსელი არ გამოუყენებია.

ტრამპის ანგარიშები 2021 წელს მას შემდეგ დაიბლოკა, რაც ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ.