ავტორი:

უპილოტო საფრენი აპარატებით წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში მიიტანა - რას წერს უკრაინული მედია

უპილოტო საფრენი აპარატებით წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში მიიტანა - რას წერს უკრაინული მედია

რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რასაც წინ უძღოდა ოკუპანტების მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა და უკრაინელთა მხრიდან მათი ჩამოგდება.

დილიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განგაშია გამოცხადებული. აფეთქებების ხმა ისმის კიევის, დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკის, ვინიცის, ნიკოლაევის და ოდესის ოლქებში.

როგორც უკრაინული საინფორმაციო პორტალი "უნიანი“ წერს, რამდენიმე რუსული რაკეტა უკვე ჩამოგდებულია. ინფორმაციას პრეზიდენტის აპარატის უფროსი ადასტურებს.

"უნიანის“ ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხის საფრთხის გამო რამდენიმე რეგიონში ელექტროენერგია გათიშეს.

  • ცნობისთვის, უკრაინელებმა წუხელ რუსული ძალების მიერ გაშვებული 24 კამიკაძე-დრონი Shahed-136/131 ჩამოაგდეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან გაუშვეს. წინასწარი მონაცემებით, რუსებმა სულ 24 Shahed-ი გაუშვეს.

"24-ვე გაანადგურეს საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა, გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა და საჰაერო ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა, უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტების საჰაერო თავდაცვის ნაწილებთან თანამშრომლობით“, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობაში.