ბერლუსკონი მეძავებს ღამეში 5000 ევროს უხდის

ბერლუსკონი მეძავებს ღამეში 5000 ევროს უხდის

იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერსლუკონი მორიგ სექს-სკანდალში გაეხვა. კიდევ ერთი გოგონა აცხადებს, რომ პრემიერთან ორი ღამე გაატარა, რისთვისაც 10 000 ევრო მიიღო.

28 წლის ნადია მაკრიმ იტალიის ერთ-ერთი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის წვეულებას მასთან ერთად ბევრი გოგონა ესწრებოდა.

მაკრის თქმით, მილანში მან ინკოგნიტო ადამიანი გაიცნო, რომელმაც "სერიოზულ ადამიანებთან" შეხვედრა შესთავაზა და წვეულებაზე მიიწვია. განქორწინებული მარტოხელა დედა შეთავაზებას სიხარულით დათანხმდა. მას უთხრეს, რომ სექსუალურად ჩაეცვა.

წვეულების ორგანიზატორი თავად პრემიერ-მინისტრი აღმოჩნდა, რომელმაც მას ორი ღამის გატარების სანაცვლოდ, 10 000 ევრო შესთავაზა. "მან მითხრა, მე ყველა იტალიელი ქალის ოცნება ვარო”, - აცხადებს მაკრი.

თუმცა თავად ბერლუსკონი აღნიშნავს, რომ გოგონა ცრუობს. "ყველაფერი, რასაც ქალბატონი მაკრი აცხადებს, უსაფუძვლოა", - განაცხადა პრემიერის ადვოკატმა ნიკოლო გედინმა.

შეგახსენებთ, რომ შარშან ბერლუსკონის 18 წლის ნოემი ლეტიციასთან ინტიმურ კავშირში ადანაშაულებდნენ.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა