ავტორი:

კანადა უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს გადასცემს

კანადა უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს გადასცემს

კანადა უკრაინას, უახლოეს მომავალში, Leopard 2-ის ტიპის 4 ტანკს გადასცემს და კანადელ სამხედროებს კი გაგზავნის იმისთვის, რომ ევროპის ქვეყნებს უკრაინელი სამხედროების მომზადებაში დაეხმარონ.

კანადის თავდაცვის მინისტრის, ანიტა ანანდის განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინას ავღანეთის ომის დროს ნიდერლანდებიდან შეძენილ Leopard 2 A4-ის მოდელებს გაუგზავნის.

შეგახსენებთ, პოლონეთმა განაცხადა, რომ რამდენიმე კვირაში უკრაინას Leopard 2-ის ტიპის 14 ტანკს მიაწვდის. გაერთიანებული სამეფო უკრაინას, მარტის ბოლოს, Challenger 2 ტიპის 14 ტანკს გადასცემს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა 26 იანვარს განაცხადა, რომ გერმანია გეგმავს მარტის ბოლომდე უკრაინას Leopard 2 საბრძოლო ტანკები მიაწოდოს. შეერთებულმა შტატებმა კი უკრაინისთვის Abrams-ის 31 ტანკის გადაცემა დააანონსა.