ავტორი:

"კონტროლის სურვილითაა შეპყრობილი... ჩვენთან ვერ "ბლატაობდა" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი დავით კეზერაშვილზე?

"კონტროლის სურვილითაა შეპყრობილი... ჩვენთან ვერ "ბლატაობდა" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი დავით კეზერაშვილზე?

"ტაბულას" დამფუძნებელი, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი თავდაცვის ექსმინისტრ დავით კეზერაშვილს კიდევ ერთ პოსტს უძღვნის:

"ტყუილია რომ კეზერაშვილს მხოლოდ საქართველოში დაბრუნება უნდა და პოლიტიკური სპექტრის კონტროლი - არა. ნახევარნაბიჯიანი ტყუილი.

ჩვენთან კონფლიქტის ერთადერთი (სხვა არ არსებობს) მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ მას ჩვენზე კონტროლი არ ჰქონია. კონტროლის სურვილით იმდენადაა შეპყრობილი, რომ ძალიან ძვირფასი სოციალური ქსოვილი დაგლიჯა და ურთიერთობები გააფუჭა.

ჩვენთან ის ვერ ბლატაობდა და წესიერი, ერთმანეთის და საკუთარი თავის პატივისცემაზე დაფუძნებული პარტნიორობა მას არ შეუძლია. ცხადია სიტყვა ეთქმოდა. მაგრამ მის ჭკუაზე ბოკერია არ და ვერ გაივლიდა (კეზერაშვილისთვისვე იყო ცუდი, მისი ჭკუით სიარული).

პატრონობა უნდოდა და არა პარტნიორობა. ვინც პატრონად არ აღიარებს, ხელოვნურად, ფულის გავლენით ძირავს (ცდილობს). ესაა მიზეზი რატომაც გადაკიდა ამდენი ხალხი ერთმანეთს ფულის გავლენით. მას რომ მხოლოდ სამშობლოში დაბრუნება სურდეს, ეგ უკვე მომხდარი იქნებოდა.

ძალაუფლების წყურვილი სტანჯავს და პარტნიორებსაც ეგოს კარნახით არჩევს - ვინც “უჯერებს” და თავს ბოსად აგრძნობინებს, იმას ქაჩავს და სხვას ძირავს ხელოვნურად და ამიტომ სრიალდება..." - წერს ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, 28 - 29 იანვარს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნები გაიმართება. გამარჯვების ფავორიტები ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი არიან. სწორედ ხაბეიშვილის უკან დგანან დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი.