ავტორი:

"ადამიანი თავისუფალი რომ იქნება, თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას სად წავიდეს, იქნებ აქ რჩება, აქ აპირებს მკურნალობის გაგრძელებას?!" - გიული ალასანია

"ადამიანი თავისუფალი რომ იქნება, თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას სად წავიდეს, იქნებ აქ რჩება, აქ აპირებს მკურნალობის გაგრძელებას?!" - გიული ალასანია

"ჩვენი თხოვნა არის სასჯელის გადავადება, ადამიანი თავისუფალი რომ იქნება თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას სად წავიდეს, იქნებ აქ რჩება? აქ აპირებს მკურნალობის გაგრძელებას", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ "ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე განაცხადა.

გიული ალასანია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ ჭამს იმიტომ, რომ მოწამლულია.

"ჩვენი თხოვნა საზღვარგარეთ გადაყვანა კი არ არის, არის ის, რომ გადაუვადონ სასჯელი. ადამიანი თავისუფალი, რომ იქნება თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას სად წავიდეს, იქნებ აქ რჩება? აქ აპირებს მკურნალობის გაგრძელებას?ეს მე არ ვიცი.

ვერ ჭამს, ვერ ჭამს იმიტომ, რომ მოწამლულია, ეს ხომ ცნობილია“,- აღნიშნავს ალასანია.