ავტორი:

ხერსონზე რუსული ძალების იერიშს მსხვერპლი მოჰყვა - არიან დაშავებულებიც

ხერსონზე რუსული ძალების იერიშს მსხვერპლი მოჰყვა - არიან დაშავებულებიც

ხერსონში რუსული დაბომბვის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება.

ამავე ცნობით, დაშავებულია ხუთი პირი.

ხერსონის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ "ტელეგრამის“ არხზე განაცხადა, რომ რუსული ძალების იერიშების სამიზნე იყო საავადმყოფო, სკოლა, ავტოსადგური, ფოსტა, ბანკი და საცხოვრებელი კორპუსები.

"დაშავებულთა შორის იყო მედდა, რომელიც მუშაობდა რეგიონულ საავადმყოფოში, როდესაც მას თავს დაესხნენ”, - აღნიშნა ხერსონის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ იური სობოლევსკიმ თავის Telegram არხზე.