ავტორი:

ვოლოდიმირ ზელენსკი მიკოლაივში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი მიკოლაივში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით მიკოლაივის რეგიონში იმყოფება.

ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა Telegram-ზე განაცხადა. ზელენსკის თქმით, "რეგიონი გმირულად უძლებს ყველა ტერორისტულ თავდასხმას“.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეხვედრა რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გაიმართა, სადაც სამხრეთ უკრაინაში არსებული ვითარება და რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგები განიხილეს.

"ჩვენ ასევე განვიხილეთ რეგიონის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, ასევე მისი დაცვის საშუალებები და აღდგენის ტემპი. განვიხილეთ მიკოლაევის რეგიონში საგანმანათლებლო ობიექტების რეკონსტრუქციის, რეგიონის ეკონომიკის გრძელვადიანი აღდგენისა და ახალი სამუშაო ადგილების საკითხი”, - დასძინა ზელენსკიმ.

უკრაინული მედიის ცნობით, 30 იანვარს ღამით, რუსეთის ძალებმა მიკოლაივის რეგიონის ოჩაკოვის თემში დასახლებულ პუნქტზე საარტილერიო დარტყმები განახორციელეს.