ავტორი:

აშშ-მა ჩინეთის "ჯაშუშური საჰაერო ბურთი" ჩამოაგდო - გამოიყენეს მოიერიშე თვითმფრინავი: მედია აეროსტატის ჩამოგდების კადრებს ავრცელებს (ვიდეო)

აშშ-მა ჩინეთის "ჯაშუშური საჰაერო ბურთი" ჩამოაგდო - გამოიყენეს მოიერიშე თვითმფრინავი: მედია აეროსტატის ჩამოგდების კადრებს ავრცელებს (ვიდეო)

აშშ-მა ჩამოაგდო ჩინური საჰაერო ბურთი, რომელიც ამერიკელთა თქმით, ჯაშუშური აეროსტატი იყო და აშშ-ის მთავარი სამხედრო ობიექტების შესახებ აგროვებდა ინფორმაციას.

აეროსტატის ჩამოგდების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ თავდაცვის დეპარტამენტში და აცხადებენ, რომ მის ჩამოსაგდებად გამოიყენეს მოიერიშე თვითმფრინავეი. ბურთის ნაწილები ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიულ წყლებში, სამხრეთ კაროლინასთან ჩავარდა.

მედიამ გაავრცელა ბურთის ჩამოგდების კადრები, სადაც აღბეჭდილია მცირე აფეთქება. გამანადგურებელმა F-22-მა მაღალ სიმაღლეზე მყოფ აეროსტატს ერთი რაკეტით, AIM-9X Sidewinde-ით დაარტყა. ამის შესახებ რეპორტიორებს თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა.

  • ჩინეთმა გამოთქვა ძლიერი უკმაყოფილება იმის გამო, რომ აშშ-მა გამოიყენა სამხედრო თვითმფრინავი, მათი თქმით, "სამოქალაქო უპილოტო მოწყობილობაზე თავდასხმისთვის."

აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. "მათ წარმატებით ჩამოაგდეს ბურთი და მინდა შევაქო ჩვენი სამხედროები, რომლებმაც ეს გაკეთეს“, - აცხადებს ბაიდენი.

  • "ჩინურმა მხარემ არაერთხელ აცნობა ამერიკულ მხარეს, რომ საჰაერო ხომალდი იყო სამოქალაქო სარგებლობისთვის და შეერთებულ შტატებში შევიდა ფორსმაჟორის გამო - ეს იყო სრულიად შემთხვევით“, - აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ჩინური საჰაერო ბურთის აღმოჩენამ ჩინეთსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური კრიზისი გაამწვავა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მაშინვე გააუქმა შაბათ-კვირას ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტი.

ნახეთ აეროსტატის ჩამოგდების ამსახველი ვიდეო:

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/h7_K26Eg1UI" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>